
ავტორი
Front News საქართველო
ჩვენი ზოგიერთი უცხოელი კოლეგა ზედმეტად ერევა ქართულ პოლიტიკაში და ზედმეტად სუბიექტურია. როგორც ჩანს, მათ კონკრეტული ინტერესები აქვთ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
“კახა კალაძის ალეგორია ემსახურება იმას, რომ საზოგადოებამ კარგად დაინახოს, რაზე არიან წასულები ადამიანები, რომლებსაც, ერთი შეხედვით, საქართველოში არაფერი ესაქმებოდათ, მაგრამ ქართულ პოლიტიკაში ისე არიან ჩარეული, შეიძლება, მართლა მაჟორიტარებად მოიაზრებენ თავს. 2024 წელს საპარლამენტო არჩევნები პროპორციულია და, შესაძლოა, პროპორციული სიით ვიხილოთ, მანამდე კი საქართველოს მოქალაქეობის მიღებას შეეცადოს და გადმოეწეროს. შეიძლება, მოხვდეს „ნაცმოძრაობის“ პროპორციულ სიაში, რომელიმე მის კლასტერში ან მართლაც გამოვარდეს და პოლიციელებს „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლოს, ცეცხლი წაუკიდოს და რადიკალური ოპოზიცია ვიოლა ფონ კრამონის დასაცავად გამოვიდეს. ეს ყველაფერი ხუმრობით, მაგრამ ჩვენი ზოგიერთი უცხოელი კოლეგა ზედმეტად ერევა ქართულ პოლიტიკაში და ზედმეტად სუბიექტურია. როგორც ჩანს, კონკრეტული ინტერესები აქვთ და მათ საერთო გეგმაში კარგად ზის. ეს გულისხმობს ქაოსში ჩართვას, ხელისუფლების ცვლილებას, მეორე ფრონტის გახსნას“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, “არ გამორიცხავს, ვიოლა ფონ კრამონი “მოლოტოვის კოქტეილით“ იხილოს დედაქალაქში”.
თაგები:
მამუკა მდინარაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს