Logo

მამუკა მდინარაძემ სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის უფროსს უმასპინძლა

პოლიტიკა
220
Frontnews image description

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა მამუკა მდინარაძემ სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის უფროსს ანდრანიკ სიმონიანს უმასპინძლა, რომელიც თბილისში ვიზიტით იმყოფებოდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები. მხარეებმა იმსჯელეს პარტნიორული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივებზე, ასევე რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და უსაფრთხოების კუთხით თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობებზე. აღინიშნა ორმხრივი კოორდინაციისა და ინფორმაციის გაცვლის მნიშვნელობა. მამუკა მდინარაძემ ისაუბრა საქართველოს პოზიტიურ როლზე კავკასიაში მშვიდობის უზრუნველყოფისა და განმტკიცების საქმეში.

მამუკა მდინარაძემ ანდრანიკ სიმონიანს საქართველოში სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა და ვიზიტის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

სუსში გამართულ შეხვედრას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილეები, სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენელი დაესწრნენ.

Advertisement