Logo

მამუკა მდინარაძემ სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის პირად შემადგენლობას დეპარტამენტის ახალი ხელმძღვანელი ზურაბ ცისკარიშვილი წარუდგინა

პოლიტიკა
198
Frontnews image description

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, მამუკა მდინარაძემ სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის პირად შემადგენლობას დეპარტამენტის ახალი ხელმძღვანელი ზურაბ ცისკარიშვილი წარუდგინა.

მამუკა მდინარაძე მოადგილესთან ლევან ხარაბაძესთან და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ახალ დირექტორთან ზურაბ ცისკარიშვილთან ერთად ბაზაზე არსებულ ინფრასტრუქტურას გაეცნო, დაათვალიერა შეიარაღება და საბრძოლო ტექნიკა.

სუსის ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა მებრძოლების საჭიროებები მოისმინა, მათ სრულ მხარდაჭერას დაჰპირდა, გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

Advertisement