
ავტორი
Front News საქართველო
მამუკა ონაშვილს დღეს მახათას მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ.
მომღერლის ცხედარს სიონის საკათედრო ტაძრიდან 14:00 საათზე გამოსვენებენ, სადაც ორი დღის განმავლობაში სამოქალაო პანაშვიდები მიმდინარეობდა.
55 წლის მამუკა ონაშვილი 30 ივლისს ნატახტართან ავარიაში მოჰყვა, რის შემდეგაც პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, ორი დღის განმავლობაში რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
მომღერალს გამოცემული აქვს ორი მუსიკალური ალბომი და 6 ვიდეო კლიპი. იყო “პაროდიის” თეატრის მსახიობი.
თაგები:
მამუკა ონაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს