მამუკა წოწერიამ პირველ სამაჟორიტარო ოლქში დასკვნითი შეხვედრა გამართა


ავტორი
Front News საქართველო
“ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატმა მამუკა წოწერიამ ზუგდიდის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატის თაზო ფაცაციას სამაჟორიტარო ოლქში დასკვნითი შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მერობის კანდიდატმა მოქალაქეებს ზუგდიდის განვითარების გეგმა გააცნო და იმ პრიორიტეტებზე ისაუბრა რაც მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ექნება.
“დღეს, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, თაზო ფაცაციას სამაჟორიტარო ოლქში დასკვნითი ზონალური შეხვედრა გავმართეთ. აღსანიშნავია, რომ ის გახლავთ მოქმედი მაჟორიტარი, ასევე კანდიდატი და არის საოცარი კეთილგანწყობა მის მიმართ, რადგან თაზო არის მართლაც კლასიკური მაგალითი ადამიანზე ზრუნვის, პრობლემების ძიებისა და მოგვარების.
ჩვენ, კიდევ ერთხელ შევჯერდით მოსახლეობასთან, გავაცანით ჩვენი ხედვები და იგრძნობა „ქართული ოცნებისა“ და ნებისმიერი მისი კანდიდატის მიმართ საოცარი კეთილგანწყობა, რაც გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ 2 ოქტომბერს ჩვენ მნიშვნელოვანი შედეგით დავასრულებთ არჩევნებს და „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს“ – განაცხადა მამუკა წოწერიამ.
ზუგდიდის მერობის კანდიდატი ზონალურ შეხვედრებს ქალაქის სამივე მაჟორიტარულ ოლქში გამართავს.
თაგები:
მამუკა წოწერია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს