Logo

მამუკა თურმანიძე - ჩემი მთავარი მიზანია, გაუმჯობესდეს ქედელი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა

რეგიონები
198
Frontnews image description

"ქართული ოცნების“ ქედის მერობის კანდიდატი მამუკა თურმანიძე აღნიშნავს, რომ ადგილობრივების საჭიროებებს და მუნიციპალიტეტში არსებულ გამოწვევებს კარგად იცნობს.

"ქედის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში, ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში კარგად ვიცნობ არსებულ გამოწვევებს. სწორედ, მოსახლეობის საჭიროებების გათვალისწინებით და ჩვენი ერთობლივი ხედვებით განვახორციელებთ მნიშვნელოვან და საჭირო ინფრასტრუქტურულ, ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით შესაბამის პროგრამებს“, - აცხადებს თურმანიძე.

მამუკა თურმანიძე წლების განმავლობაში რეგიონში სხვადასხვა მნიშვნელოვან თანამდებობას იკავებდა და მოსახლეობა მას კარგად იცნობს. მისი თქმით, უდიდესი პატივია იყო ქედის მუნიციპალიტეტის მერი.

"ჩემთვის უდიდესი პატივია ვიყო ქედის მერი და ამ შესაძლებლობისა და გამოცხადებული ნდობისთვის მადლობას ვუხდი ჩვენს გუნდს. დაგროვილ გამოცდილებას ჩემს მშობლიურ მუნიციპალიტეტს მოვახმარ. ვიზრუნებ რომ ტურისტული პოტენციალის ათვისება სრულად მოხდეს, ხელი შევუწყო ადგილობრივ ბიზნესს და ახალგაზრდებს შევუქმნა მეტი შესაძლებლობა“, - განაცხადა თურმანიძემ.

მერობის კანდიდატისთვის პრიორიტეტულია ასევე, ქედაში გაუმჯობესდეს ადგილობრივების საცხოვრებელი პირობები, დაიხვეწოს არსებული პროგრამები და გაგრძელდეს სოციალური სახლების მშენებლობა.

 

Advertisement