
ავტორი
Front News საქართველო
სანდრო მამუკელაშვილმა მილოუკი “ბაქსის“ განვითარების ლიგის გუნდში “უისკონსინ ჰერდში“ იასპარეზა და ძალიან სოლიდური სტატისტიკაც დააფიქსირა.
NBA G ლიგის მატჩში „უისკონსინ ჰერდი“ „ბირმინგემ სქუადრონს“ დაუპირისპირდა, რომელშიც ქართველმა კალათბურთელმა 21 ქულა, 12 მოხსნა, 5-შედეგიანი გადაცემა და 4 ჩაჭრა დააგროვა, სანდრო ყველა კომპონენტში დომინირებდა, ის მშვენივრად ირჯებოდა როგორც დაცვაში ასევე შეტევაში.
მამუკელაშვილმა პარკეტზე 31 წუთი დაჰყო და საკუთარი გუნდის გამარჯვებაში უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა.
“სანდრო მამუკელაშვილმა ყოვლისმომცველი სტატისტიკა დააფიქსირა და ულიდერა “უისკონსინ ჰერდს“ “სქუადრონების“ დამარცხებაში“, – წერს NBA G ლიგის ოფიციალურ გვერდზე.
ნიკოლოზ ბუთლიაშვილი
თაგები:
კალათბურთი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს