მანანა კობახიძე – ეს არის გამოსაძიებელი, მე მისმენდნენ, მამა გიორგის თუ ორივეს, დაველოდები გამოძიებას


ავტორი
Front News საქართველო
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე და “ქართული ოცნების” ყოფილი დეპუტატი მანანა კობახიძე ფარული მოსმენების გამო სუს-ს უჩივის.
მანანა კობახიძის თქმით, სკანდალურად გავრცელებულ სუს-ის ფაილებში მისი და ერთ-ერთი სასულიერო პირის საუბრის ჩანაწერი აღმოჩნდა, რის შემდეგაც პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართა.
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე პროკურატურაში უკვე გამოიკითხა.
“როგორც კი ეს გაჟღერდა და ვნახე, რომ არის რაღაც ჩანაწერი, რომელიც მე და ჩემთან დაკავშირებულ კომუნიკაციას ეხებოდა, ჩემივე ინიციატივით, განცხადებით მივმართე პროკურატურას და მოვითხოვე ამ საქმის გამოძიება. დავიკითხე მოწმის სახით. მე არ ვადასტურებ საუბრის შინაარსის ავთენტურობას, თუმცა ის, რომ კომუნიკაცია შედგა, იყო ფაქტი. ეს არის გამოსაძიებელი, ვის უსმენდნენ. მე მისმენდნენ, მამა გიორგის უსმენდნენ, თუ ორივეს გვისმედნენ. ჯერ დაველოდები გამოძიებას. მაშინ მივდივართ სტრასბურგში, თუ ამოიწურება ყველა გონივრული საშუალება“, – განაცხადა მანანა კობახიძემ “მთავართან”.
თაგები:
სუსი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს