
ავტორი
Front News საქართველო
“ცალსახად და მკაფიოდ ვირჩევთ ევროპულ გზას, რადგან საქართველო თავისუფალი ადამიანების თავისუფალი ქვეყანაა“, – ამის შესახებ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მანიფესტშია აღნიშნული.
სამოქალაქო ინიციატივის “გადადგი ნაბიჯი ევროპისკენ” პრეზენტაცია დღეს სასტუმრო „სტამბაში“ გაიმართა. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების განცხადებით, საქართველოს აქვს ძალიან დიდი შანსი, მაქსიმალურად დაუახლოვდეს ევროპას და ეს შანსი არ უნდა დავკარგოთ.
“ცალსახად და მკაფიოდ ვირჩევთ ევროპულ გზას, რადგან საქართველო თავისუფალი ადამიანების თავისუფალი ქვეყანაა. არ არსებობს არჩევანი სახელმწიფოსა და სამშობლოს, თავისუფლებასა და უსაფრთხოებას შორის. სამშობლო თავისუფალი სახელმწიფოა, უსაფრთხოება თავისუფლების დაცვა”,- ნათქვამია მანიფესტში.
ღონისძიებაზე მანიფესტი წაიკითხა მწერალმა ლაშა ბუღაძემ წაიკითხა, შესრულდა საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნები.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს