მანფრედ ვებერი – EPP ყურადღებით აკვირდება მიხეილ სააკაშვილისადმი ყოვლად მიუღებელ მოპყრობას

ავტორი
Front News საქართველო
EPP ყურადღებით აკვირდება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისადმი ყოვლად მიუღებელ მოპყრობას და ზუსტად იცნობს მისი ჯანმრთელობის კრიტიკულ მდგომარეობას, – ამის შესახებ “ევროპის სახალხო პარტიის” პრეზიდენტ მანფრედ ვებერის ლევან ხაბეიშვილისთვის გაგზავნილ წერილშია აღნიშნული, რომელსაც “ნაციონალური მოძრაობა” ავრცელებს.
“მსურს მოგილოცოთ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალ თავმჯდომარედ არჩევა, რაც წარმატებული შიდაპარტიული დემოკრატიის ნათელი მაგალითი იყო.
საქართველოს ძლიერი, ერთიანი, სტრუქტურირებული, პროევროპული და მემარჯვენე-ცენტრისტული ოპოზიცია სჭირდება, რომელსაც მოქალაქეების ხმის გაჟღერება და მათი ლეგიტიმური ინტერესების დაცვა შეუძლია. ამ კუთხით მისასალმებელია თქვენი საარჩევნო კამპანიის დროს წარმოდგენილი 12 პუნქტიანი გეგმა, რომელიც პარტიის გაძლიერებასა და მოდერნიზაციას ისახავს მიზნად. როგორც EPP-ის პრეზიდენტი, მე სრულად ვუჭერ მხარს თქვენს ბრძოლას დემოკრატიის, ევროპული ღირებულებებისა და კანონის უზენაესობის დაცვისთვის, აგრეთვე, კორუფციისა და ოლიგარქიული სტრუქტურების წინააღმდეგ, რომლებიც საქართველოს საუკეთესო ინტერესების საზიანოდ ყოველდღიურად მუშაობენ.
EPP ყურადღებით აკვირდება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისადმი ყოვლად მიუღებელ მოპყრობას და ზუსტად იცნობს მისი ჯანმრთელობის კრიტიკულ მდგომარეობას. დარწმუნებული იყავით, რომ ჩვენ გავაგრძელებთ მოწოდებას ყველა შესაბამისი უწყებისათვის, რათა მას ჩაუტარდეს ყველა საჭირო და სათანადო სამედიცინო პროცედურა.
გისურვებთ წარმატებებს თქვენს ახალ თანამდებობაზე და მოუთმენლად ველით „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა“ და EPP-ს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას, გელით EPP-ის მომავალ ღონისძიებებზე”, – აღნიშნულია წერილში.





