
ავტორი
Front News საქართველო
საგზაო ინფრასტრუქტურის მონიტორინგის ფარგლებში, დღეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი მანუჩარ რობაქიძე, მერის მოადგილე მირზა ქოჩიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, დავით გოგბერაშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად სოფელ კვახჭირსა და ბარდუბანში იმყოფებოდნენ, სადაც მიმდინარე პროექტები ადგილზე დაათვალიერეს.
აქტიურ ფაზაშია ბარდუბნის ადმინისტრაციულ ერთეულამდე მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია;
ამ დროისთვის ბეტონის საფარის დაგება მიმდინარეობს კვახჭირის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, პროექტის ფარგლებში არმირებული ბეტონის საფარი, ცხაურები და სანიაღვრე არხები მოეწყობა.
გზების სამშენებლო სამუშაოები რგფ-დან ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.
თაგები:
თერჯოლა
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს