
ავტორი
Front News საქართველო
დღეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა მანუჩარ რობაქიძემ ქალაქ თერჯოლაში #3 საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა, დეტალურად გაეცნო პროექტის მიმდინარეობას და სამუშაოების ხარისხისა და ვადების დაცვის შესახებ ისაუბრა.
სამუშაო შეხვედრაზე, მერის მოადგილე მირზა ქოჩიაშვილი, ქალაქ თერჯოლის მაჟორიტარი დეპუტატი ელისო მურადაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დავით გოგბერაშვილი და ა(ა)იპ სკოლამდელი აღზრდის მუნიციპალური ცენტრის ხელმძღვანელი მაია თორთლაძე იმყოფებოდნენ.
“პროექტის ფარგლებში 120 აღსაზრდელზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი აშენდება, რომელიც ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის. დამონტაჟდება ცენტრალური გათბობა და აღიჭურვება თანამედროვე ინვენტარით. #ამ დროისთვის შიდა სივრცის მოპირკეთება და ეზოს კეთილმოწყობა მიმდინარეობს“, – განაცხადა მერის მოვალეობის შემსრულებელმა მანუჩარ რობაქიძემ.
აღნიშნული პროექტი, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში ფინანსდება.
თაგები:
თერჯოლა
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს