Logo

მაყვალა გონაშვილი – სამ რამეს ემსახურებოდა ჩვენი განადგურება: ცნობიერების შეცვლას, ქონების შოვნას, შიშის დათესვას

პოლიტიკა
336
Frontnews image description

სამ რამეს ემსახურებოდა ჩვენი განადგურება: პირველი, ცნობიერების შეცვლას, ახალი ადამიანის მიღებას. მეორე, ქონების შოვნას, სახელმწიფოს ართმევდნენ  ყველაფერს. მესამე, ეს იყო  შიშის დათესვა, – ამის შესახებ მაყვალა გონაშვილმა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

“სანამ მოვიდოდნენ ვარდების რევოლუციის მშენებელნი, ჩვენ მაშინ ვერ ვხსნიდით, მაგრამ პროცესს გრძნობდით. არსებობს ახსნა, რომელსაც ნელ-ნელა ახლა ჩვენ ვხსნით, რაც ხდება დღეს და არსებობს განცდები,  რომ ვერ გაგიგია რატომ. ყველაფერი რაც გადაიტანა ჯერ მწერალთა კავშირმა, ჩვენ პირველი მსხვერპლი ვიყავით, შემდეგ ამას მოჰყვა ჟურნალისტების დარბევა, უნივერსიტეტში მხცოვანი პროფესორების გამოკეტვა დახურულ შენობაში, ტუალეტში შესვლის უფლებაც რომ არ მისცეს. ამას მოჰყვა საშინელი დამოკიდებულება უწმინდესისადმი, ცოტა ხანში აკადემიისადმი ცინიკური დამოკიდებულება, ანუ იმაზე რაზეც ქვეყნის ცნობიერება იდგა მისი შეურაცხყოფა და დამცირება, მაგრამ რა უნდოდათ ყველაზე მეტად – სამ რამეს ემსახურებოდა ჩვენი განადგურება : ეს იყო ისტორიული საძირკვლის მორყევა, იმიტომ რომ ყველაზე მეტად ქართულ მწერლობაში არის გაცხადებული ერის სულიერება და როდესაც მწერალთა კავშირი შეიქმნა სწორედ ტიციან ტაბიძე ბრძანებდა, რომ „ერის სული მწერლობაში ლაპარაკობს, სხვას არავის აქვს ერის სახელით ლაპარაკის უფლება. ეს მწერლის საღმრთო  საქმეა და თუ ვინმეს საქართველოს მოკვლა სურს, ჯერ მწერალს უნდა ესროლოს“.  ეს ის პერიოდია მოკვლა აღარ სჭირდებათ ჩვენი, ისედაც გამცირებენ ისეთ გადაცემებს აკეთებდნენ გული გაგისკდებოდა მწერალთა კავშირზე, დიდუბის პანთეონს შეურაცხყოფდნენ გადაცემებით მახსოვს. პირველი, ცნობიერების შეცვლა, ახალი ადამიანის მიღება. ასეთ პროცესს ჰქვია გონების მალაყი.  ქართველებს, რომლებსაც ყველაზე მეტად ქართული სიტყვა უყვარდათ მათ გონებაში მალაყი უნდა მომხდარიყო. ქონების შოვნა, სახელმწიფოს ართმევდა ყველას და ყველაფერს, განკულაკება ხდებოდა. ამით ავსებდნენ თავის სალაროებს და მესამე რაც უმნიშვნელო არ არის,  ეს იყო  შიშის დათესვა. შენ ვინც მე არ მიმიღე გაშლილი ხელითა და გაშლილი გულით ისეთივე პასუხს გაგცემ. სამივემ გადაიარა ჩვენს თავზე“, – განაცხადა მაყვალა გონაშვილმა.

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები