მაქსიმ გალკინმა უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად ისრაელში კონცერტები დააანონსა


ავტორი
Front News საქართველო
რუსმა შოუმენმა მაქსიმ გალკინმა, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა დაგმო ომი და ოჯახთან ერთად რუსეთი დატოვა, ისრაელში კონცერტები დააანონსა, საიდანაც მიღებული თანხის ნაწილს უკრაინელ ლტოლვილებს გადაურიცხავს.
გალკინმა რამდენიმე კონცერტი დააანონსა თელ-ავივსა და ჰაიფაში. ბილეთების გაყიდვით გამომუშავებული თანხის ნაწილი კი გალკინის გადაწყვეტილებით იმ უკრაინელ ლტოლვილებს გადაერიცხებათ, ვინც ომის გამო იძულებული გახდა, სახლები დაეტოვებინათ.
“ძვირფასო მეგობრებო! იმის გამო, რომ გამოცხადებულ კონცერტებზე ბილეთები უკვე გაიყიდა, მაყურებლის თხოვნით, ვაცხადებ კიდევ ორ კონცერტს ტურის ორგანიზატორთან შეთანხმებით, მესამე კონცერტს თელ-ავივში 13 ივნისს და მეორე დამატებით კონცერტს ჰაიფაში 15 ივნისს. გადავწყვიტე, რომ მიღებული თანხის ნაწილი გადამერიცხა მიღებული თანხა უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად. ვფიქრობ, ვინც უკვე იყიდა ბილეთები, სიამოვნებით გაიგებს, რომ ერთად კარგ საქმეს ვაკეთებთ”,- განაცხადა გალკინმა.
თაგები:
მაქსიმ გალკინი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს