Logo

მაქსიმ პარაბინისი – მიხეილ სააკაშვილი საჭიროებს რეგულარულ მეთვალყურეობას და კონტროლს, სჭირდება დამატებითი მედიკამენტები

პოლიტიკა
1209
Frontnews image description

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც 27-ე დღეა, შიმშილობს, სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებაში უკრაინიდან ჩამოსულმა ექიმმა მაქსიმ პარაბინისმა მოინახულა.

 

ექიმი აცხადებს, რომ მას არ მისცეს სააკაშვილის გასინჯვის საშუალება.

 

“სამწუხაროდ, ვერ მოვახერხე მისი გასინჯვა, რადგან ციხის ადმინისტრაციამ მასთან არ შემიშვა და კომუნიკაცია მინის ბარიერის მიღმა მქონდა. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც 27 დღის გამავლობაში შიმშილობს, არის პაციენტი, რომელსაც სჭირდება სამედიცინო დაკვირვება. მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ დღევანდელი დღიდან, რადგან მას უარი უთხრეს დახმარებაზე, უარს ამბობს სამედიცინო დახმარებაზე. ის უარს ამბობს ანალიზების ჩაბარებაზე და სამედიცინო პროცედურებზე, რომელიც უმსუბუქებს შიმშილობას.

 

ამ ეტაპზე, ხელმძღვანელობის მხრიდან არ მიმიღია ინფორმაცია სააკაშვილის დაავადებების ისტორიის შესახებ, ანალიზების მონაცემების შესახებ. რა ინფორმაციასაც ვფლობ, მივიღე კოლეგებისგან, სხვა ექიმებისგან, რომლებიც ინფორმაციას მიხეილთან საუბრის შედეგად ფლობენ. რაც შეეხება დიაგნოზს, ეს სამედიცინო საიდუმლოა და ამის შესახებ საუბარი მხოლოდ მას შეუძლია. რაც შეეხება სამედიცინო მეთვალყურეობას, თუკი ის არ მიიღებს სამედიცინო დახმარებას, ეს ზრდის მისი ჯანმრთელობის გაუარესების რისკებს შიმშილობის პერიოდში. ის საჭიროებს რეგულარულ მეთვალყურეობას და კონტროლს. მას სჭირდება დამატებითი მედიკამენტები, რათა შეინარჩუნოს ფიზიკური ჯანმრთელობა“, – განაცხადა პარაბინისმა

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები