“მაქვს იმედი, რომ ქალბატონი პრეზიდენტი ამ საშინელ კანონპროექტს ვეტოს დაადებს”


ავტორი
Front News საქართველო
მე მაქვს იმედი, რომ ქალბატონი პრეზიდენტი ამ საშინელ კანონპროექტს ვეტოს დაადებს. თუ საერთოდ არ ფიქრობს ვეტოზე და ამას გამორიცხავს, არ მგონია ისე ერთობოდეს, რომ ქართველ პოლიტიკოსებთან შეხვედრა იყოს მისი მხიარულების საბაბი, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
მისი თქმით, პრეზიდენტმა „ადმინისტრაციულ კოდექსში“ ცვლილებებს ვეტო აუცილებლად უნდა დაადოს.
„პრეზიდენტთან ერთადერთი თემა განვიხილეთ-ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში განხორციელებული ცვლილებები. ამ ცვლილებებზე მე „ფეისბუქზე“ ვთხოვე პრეზიდენტს, რომ ვეტო დაედო და ამ თემასთან დაკავშირებით მას სურდა ჩემთან საუბარი. ჩემი პოზიცია გავაცანი, ავუხსენი თუ რატომ იყო საბჭოთა ცვლილებები თავისი შინაარსით და რატომ იყო ის წინააღმდეგობაში შარლ მიშელის დოკუმენტთან, რომლის გულშემატკივარიც, როგორც ჩემთვის ცნობილია პრეზიდენტიც იყო. ამ კანონზე ვეტოს დადება არის ყველასთვის კარგი. ოპოზიციისთვის, აქტივისტებისთვის, ხელისუფლებისთვის, პრეზიდენტისთვის და იმ პროცესისთვის, რომელშიც ახლა ჩვენ ბატონი შარლ მიშელის და ბატონი დანიელსონის დახმარებით ვიმყოფებით. პრეზიდენტს შეუძლია ხელმოწერის ნაცვლად, კანონპროექტი პარლამენტში უკან დააბრუნოს შენიშვნებით. ჩვენს შეხვედრაზე ამასაც შევეხეთ, მე დაახლოებით მქონდა მოსაზრება, თუ როგორი შენიშვნით უნდა იყოს ის უკან დაბრუნებული და რა უნდა იყოს გათვალისწინებული. პრეზიდენტის განწყობას რაც შეეხება, მე არ ვარ განწყობების სპეციალისტი, რომ ამ საქმეში ღრმად შევიდე. ჩვენ ყველანი ველოდებით, რამდენიმე დღე და შეიძლება რამდენიმე საათიც არის დარჩენილი, რომ პრეზიდენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. მე მაქვს იმედი, რომ ქალბატონი პრეზიდენტი ამ საშინელ კანონპროექტს ვეტოს დაადებს. თუ საერთოდ არ ფიქრობს ვეტოზე და ამას გამორიცხავს, არ მგონია ისე ერთობოდეს, რომ ქართველ პოლიტიკოსებთან შეხვედრა იყოს მისი მხიარულების საბაბი“, – განაცხადა ხვიჩიამ.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს