
ავტორი
Front News საქართველო
"ლელო საქართველოსთვის" გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე იმედოვნებს, რომ "ქართული ოცნება" გადადგამს სახელმწიფოებრივ ნაბიჯს და მხარეებს შორის შეთანხმება მოხდება.
"მედიაციის პროცესმა გამოიღო შედეგი. ოპოზიციური პარტიები შევთანხმდით იმ სამ პუნქტთან დაკავშირებით, რომელიც მედიატორმა წარმოადგინა. დაგვრჩა ორი პუნქტი, რომელზეც ჩვენ ვაგრძელებთ კომუნიკაციას, კონსულტაციებს ჩვენს პარტნიორებთან. მე მაქვს იმედი, რომ "ქართული ოცნება" გამოფხიზლდება და გადადგამს სახელმწიფოებრივ ნაბიჯს, დაეთანხმება პირველ რიგში იმ სამ პუნქტს, რომელსაც ოპოზიცია დაეთანხმა და შემდგომ დამატებით იმ ორ პუნქტზე შეჯერებას მოვახერხებთ ჩვენი პარტნიორების დახმარებით", – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს