
ავტორი
Front News საქართველო
26 წლის გარდაცვლილი ყაზახი გოგონას დედა უკვე საქართველოშია. ის დარწმუნებულია, რომ მის შვილს თავი არ მოუკლავს და ფანჯრიდან გადააგდეს.
ოჯახი არც იმას გამორიცხავს, რომ საქმე ტრეფიკინგს ეხებოდეს.
"დღეს მძიმე დღე მაქვს, ცხედრის ამოსაცნობად უნდა წავიდე. დარწმუნებული ვარ, ის ფანჯრიდან გადმოაგდეს. ჩემ შვილს ბოლოს მე ვესაუბრე ღამის პირველი საათი იქნებოდა. ვგრძნობდი, რომ შეშინებული იყო, ასევე მომეჩვენა, რომ გვერდზე ვიღაც ჰყავდა. საქართველოში სამუშაოდ ჩვენმა ნათესავმა მურად მედვეკოვმა ჩამოიყვანა. მაქვს ინფორმაცია, რომ ის ტრეფიკინგის მსხვერპლი გახდა მანქანის სანაცვლოდ და ამაში ნათესავებს ვადანაშაულებ.
ცხედრის ამოცნობის შემდეგ პოლიციაში წავალთ, ახლა ადვოკატის საკითხსაც განვიხილავთ, ჩვენი ქვეყნის კონსულს ველოდებით და დანარჩენს შემდეგ გადავწყვეტთ",-განაცხადა გარდაცვლილის დედამ.
26 წლის ასელია აიტპაევამ 5 მაისს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. შსს-მ 6 მაისს დააკავა ბრალდებული, 57 წლის ბესიკ თორდუა, რომელმაც გამოძიების ინფორმაციით, ის გააუპატიურა. პროკურატურამ კი დაკავებულს ბრალი 7 მაისს წარუდგინა.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს