მარგარეტა სედერფელტი – რიგი მიზეზების გამო, ნდობა საარჩევნო კომისიების მიმართ, ძალიან დაბალია

ავტორი
Front News საქართველო
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები უწყვეტი შევიწროებისა და დაშინების რისკის წინაშე დგანან ხელისუფლების მხრიდან, ამის შედეგი კი არის, პრობლემები პოლიტიკურ ელიტასთან დაკავშირებით და ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამან გამოიწვია პროტესტი, – ამის შესახებ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა მარგარეტა სედერფელტმა განაცხადა.
მისივე თქმით, “ქართული ოცნება“ აკონტროლებდა ბევრ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს.
“აუცილებლად უნდა აღინიშნოს „უცხოური გავლენის“ კანონი, ასევე გამოხატვისა და შეკრება – გაერთიანების თავისუფლების შეზღუდვა. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები უწყვეტი შევიწროებისა და დაშინების რისკის წინაშე დგანან ხელისუფლების მხრიდან, ამის შედეგი კი არის, პრობლემები პოლიტიკურ ელიტასთან დაკავშირებით და ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამან გამოიწვია პროტესტი და “ქართულმა ოცნებამ“ გამოიყენა სახელმწიფო რესურსები იმისთვის, რომ გაეძლიერებინა თავისი კამპანია და შეემცირებინა ამომრჩევლების აქტივობა. მუდმივი დაშინება და ზეწოლა საჯარო მოხელეებზე იყო ძალიან ნათელი, გარდა ამისა, „ქართული ოცნება“ აკონტროლებდა ბევრ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს და ასევე იყო დაშინება, რომ თუ მმართველ პარტიას არ მისცემდნენ ხმას, შეუწყდებოდათ სოციალური დახმარება.
ასევე, აღსანიშნავია, ცესკოს შემადგენლობის საკითხი და ოპოზიციის მიერ ნომინირებული თავმჯდომარის მოადგილის დანიშვნის გაუქმება და ეს ცვლილებები, ნამდვილად, აძლიერებს ეჭვებს პოლიტიკური მიკერძოების კუთხით საარჩევნო კომისიებში.
ამ მიზეზების გამო, ნდობა საარჩევნო კომისიების მიმართ, ძალიან დაბალია. ასევე, გასათვალისწინებელია ის, რომ საქართველოში ოპოზიციური სივრცე არის ფრაგმენტული. მთავრობამ ასევე გამოსცა რეგულაციები მედიის მიმართ, რაც უკრძალავდა მედიას, რომ გამოეყო უფასო საეთერო დრო პოლიტიკური რეკლამებისთვის, ამან შეამცირა ოპოზიციის შესაძლებლობა, რომ მეტად ჩართულიყვნენ კამპანიაში“, – განაცხადა სედერფელტმა.
თაგები:
მარგარეტა სედერფელტი




