მარგუს ცაჰკნა - ესტონეთი ძალიან მკაფიოდ აცხადებს საქართველოს რეჟიმთან დაკავშირებით, რომ უნდა გავზარდოთ სანქციები


ავტორი
Front News საქართველო
ესტონეთი ძალიან მკაფიოდ აცხადებს საქართველოს რეჟიმთან დაკავშირებით, რომ უნდა გავზარდოთ სანქციები, უნდა დავაწესოთ მეტი პერსონალური სანქცია ევროკავშირის დონეზეც, - ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს რეჟიმმა სრულიად შეიცვალა გზა და რუსეთისკენ წავიდა.
"ესტონეთი ძალიან მკაფიოდ აცხადებს საქართველოს რეჟიმთან დაკავშირებით, რომ უნდა გავზარდოთ სანქციები, უნდა დავაწესოთ მეტი პერსონალური სანქცია ევროკავშირის დონეზეც. უნდა დავიწყოთ პროცესი ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით. ეს იყო ასევე ესტონეთის შეთავაზება. ჩვენ შევთავაზეთ ეს საკითხი, რადგან საქართველოში ამჟამად არსებული რეჟიმი არ მიჰყვება ქართველი ხალხის ნებას ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ევროკავშირმა მისცა ეს შესაძლებლობა საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზის გამო, მაგრამ ახლა რეჟიმმა სრულიად შეიცვალა გზა და რუსეთისკენ წავიდა და ჩვენ უნდა გავაკეთოთ ეს", - განაცხადა მარგუს ცაჰკნამ.
ბრიუსელში დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოზეც იმსჯელებენ.
თაგები:
მარგუს ცაჰკნა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს