მარგუს ცაჰკნა – მივესალმები აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის მიერ სანქციების დაწესებას


ავტორი
Front News საქართველო
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის მიერ ქართველი მაღალჩინოსნების დასანქცირებას ეხმაურება.
“მივესალმები აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის მიერ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების მიმართ სანქციების დაწესებას, ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევისთვის.
იმედი მაქვს, რომ ევროკავშირი გადადგამს კონკრეტულ ნაბიჯებს, რათა პასუხისმგებლობა დაეკისროთ მათ, ვინც ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში.
ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს”, – წერს მარგუს ცაჰკნა.
აშშ-მა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და გადაუდებელ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე მირზა კეზევაძე “მაგნიტსკის სიაში” შეიყვანა და დაასანქცირა. ასევე, დიდმა ბრიტანეთმა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულმა სამეფომ შს მინისტრი ვახტანგ გომელაური, მისი მოადგილე და კიდევ სამი მაღალჩინოსანი დაასანქცირა.
თაგები:
მარგუს ცაჰკნა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს