მარგუს ცაჰკნა – ვიმედოვნებ, ვიპოვით გზებს საქართველოსთან დაკავშირებით მეტი გადაწყვეტილების მისაღებად


ავტორი
Front News საქართველო
ევროკავშირს შეუძლია, მეტი გააკეთოს და ერთ-ერთი, რაც შესთავაზა ესტონეთმა ევროკავშირს, ვიზალიბერალიზაციის შეჩერების პროცესის დაწყებაა, ეს პროცესი უნდა დავიწყოთ, – ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოში საქმე კარგი მიმართულებით არ მიდის.
“ევროკავშირს შეუძლია, მეტი გააკეთოს და ერთ-ერთი, რაც შესთავაზა ესტონეთმა ევროკავშირს, ვიზალიბერალიზაციის შეჩერების პროცესის დაწყებაა. ჩვენ უნდა გავაგზავნოთ პირდაპირი და ღია გზავნილი, რომ ხელისუფლებამ, რომელიც ახლა საქართველოს მართავს, ატყუებს საკუთარ ხალხს, უნდა შეცვალონ კურსი, ესტონეთი მხარს უჭერს ქართველ ხალხს.
ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს და ვიცით, რაც ხდება საქართველოში. არ გვჯერა, არ შეგვიძლია, დავიჯეროთ, რასაც საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რადგან ჩვენ ვნახეთ, რაც ხდება რეალურ ცხოვრებაში. ამიტომ, ვიმედოვნებ, ვიპოვით გზებს საქართველოსთან დაკავშირებით მეტი გადაწყვეტილების მისაღებად”, – განაცხადა მარგუს ცაჰკნამ.
დღეს ევროკავშირის საგარეო მინისტრები საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ.
თაგები:
მარგუს ცაჰკნა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს