მარი იოვანოვიჩი აშშ-ში უკრაინის ელჩის თანამდებობაზე მუშაობას ამთავრებს


ავტორი
Front News საქართველო
კიევი: ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინაში ელჩს ცვლის. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ელჩის როტაციას გეგმურს უწოდებს.
უწყებაში განმარტავენ, რომ მარი იოვანოვიჩი უკრაინაში თავისი მისიას ასრულებს, მისი ქვეყნიდან გამგზავრების თარიღი უკრაინაში პრეზიდენტის ძალაუფლების გადაცემას ემთხვევა.
“კიევში აშშ-ის საელჩოში, ასევე ვაშინგტონში ჩვენი გუნდი უკრაინის მთავრობასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან მჭიდრო თანამშრომლობას განაგრძობს ჩვენი პარტნიორობის გასაძლიერებლად“, – აღნიშნავენ სახელმწიფო დეპარტამენტში.
მარი იოვანოვიჩმა უკრაინაში აშშ-ის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელობა ჯეფრი პაიეტისგან 2016 წელს გადაიბარა.
უკრაინაში ახალი ელჩის კანდიდატურას აშშ-ის პრეზიდენტი წარადგენს, რის შემდეგაც ის სენატმა უნდა დაამტკიცოს.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს