
ავტორი
Front News საქართველო
ბოლო 5 წლის განმავლობაში არცერთი ადვოკატი არ არის დაპატიმრებული, რაც მოსალოცია, რადგან წარსულში ბევრი ადვოკატი პატიმრობაში იყო – განაცხადა ევროპის ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტმა მარია სლაზაკიმ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ახალი ოფისის – „ადვოკატთა სახლის“ გახსნაზე.
როგორც მარია სლაზაკიმ აღნიშნა, პირველი შეხება საქართველოს საადვოკატო სისტემასთან 12 წლის წინ ჰქონდა და მაშინ არ არსებობდა ადვოკატთა დაცვის ეფექტური მექანიზმი.
“მინდა მოგილოცოთ ევროპის ადვოკატთა ასოციაციის ყველა წევრის სახელით. ეს ნამდვილად საამაყო მოვლენაა. თქვენც ძალიან ამაყი უნდა იყოთ. მე პირველი შეხება თქვენს საადვოკატო სისტემასთან 12 წლის წინ მქონდა, მახსოვს მაშინ რამდენი პრობლემა მქონდა. არ არსებობდა ადვოკატთა დაცვის ეფექტური მექანიზმი. ბოლო 5 წლის განმავლობაში არცერთი ადვოკატი არ არის დაპატიმრებული, რაც მოსალოცია, რადგან წარსულში ბევრი ადვოკატი პატიმრობაში იყო. თქვენი საადვოკატო ასოციაცია იყო და რჩება რეგიონში რეალურ ლიდერად არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიაში, არამედ ცენტრალურ აზიაშიც“, – განაცხადა მარია სლაზაკიმ.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს