Logo

მარია სტენეგარდი - ძალიან სწრაფად დგამენ ნაბიჯებს ევროკავშირში გაწევრიანების საპირისპიროდ

პოლიტიკა
196
Frontnews image description

საქართველოში განვითარებული მოვლენებით ძალიან შეშფოთებულები ვართ. ძალიან სწრაფად დგამენ ნაბიჯებს ევროკავშირში გაწევრიანების საპირისპიროდ, - ამის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარია სტენეგარდმა ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

მისივე თქმით, ისინი ცდილობენ, საქართველოს მოქალაქეებს მხარი დაუჭირონ.

"საქართველოში განვითარებული მოვლენებით ძალიან შეშფოთებულები ვართ. ძალიან სწრაფად დგამენ ნაბიჯებს ევროკავშირში გაწევრიანების საპირისპიროდ. ეს არის ის, რაც ძალიან მაწუხებს. ვცდილობთ, რომ ყველანაირად მხარი დავუჭიროთ მოქალაქეებს, რომლებიც დემოკრატიისა და პრესის თავისუფლებისთვის მუშაობენ, რაც ჩვენ საქართველოში სასწრაფო ყურადღების მნიშვნელობის საკითხებად მიგვაჩნია“, - განაცხადა მარია სტენეგარდმა.

Advertisement