მარიამ გრიგოლიშვილი - ჩვენი შეხვედრები ემსახურება იმას, რომ ახალგაზრდებს შორის დაკანონდეს ჯანსაღი დიალოგი

ავტორი
Front News საქართველო
"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაცია შეხვედრებს კახეთში განაგრძობს.
როგორც ახალგაზრდული ორგანიზაციის ბორდის წევრმა მარიამ გრიგოლიშვილმა განაცხადა, შეხვედრები ახალგაზრდებს შორის ჯანსაღი დიალოგის დამკვიდრებას ემსახურება.
"ჩვენი შეხვედრები არ არის ერთჯერადი ხასიათის, არამედ, ემსახურება იმას, რომ ახალგაზრდებს შორის ასე ვთქვათ, დაკანონდეს ჯანსაღი დიალოგი, რაც აუცილებლად გაგრძელდება მომავალში.
რაც შეეხება სამუშაო პროცესის გაგრძელებას, ჩვენ ვაპირებთ, რომ დავბრუნდეთ თითოეულ რეგიონში უკვე სამუშაო პროცესში და გავიაროთ ის იდეები, რაც ახალგაზრდების მიერ გაჟღერდა", - განაცხადა გრიგოლიშვილმა სიღნაღში, კონფერენციის დაწყებამდე.
თაგები:
მარიამ გრიგოლიშვილი




