
ავტორი
Front News საქართველო
დიალოგს ალტერნატივა არ აქვს, მთავარია, საერთო მიზანი გვაერთიანებდეს, ეს გახლავთ სამშობლოს სიყვარული და სურვილი, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ბევრი სასიკეთო საქმე გავაკეთოთ, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის გამგეობის წევრმა მარიამ გრიგოლიშვილმა განაცხადა.
"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის რეგიონული კონფერენციები გახლავთ იმის დასტური, რომ როგორი პოლიტიკური შეხედულებებიც და როგორი კრიტიკული შეკითხვებიც არ უნდა ჰქონდეთ ახალგაზრდებს, დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. მთავარია, ერთი საერთო მიზანი გვაერთიანებდეს - ეს გახლავთ სამშობლოს სიყვარული და სურვილი, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ბევრი სასიკეთო საქმე გავაკეთოთ. ამ ერთიანი იდეითა და მიზნით, ჩვენი ქვეყანა აუცილებლად წინ წავა. განსაკუთრებით საინტერესოა, რომ ამ პროექტზე გაჟღერებული იდეები აუცილებლად გაითვალისწინება შემდგომში ახალგაზრდული პოლიტიკის დაგეგმვის ნაწილში", - აცხადებს მარიამ გრიგოლიშვილი.
"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის შემაჯამებელი კონფერენცია დღეს თბილისში გაიმართება.
თაგები:
მარიამ გრიგოლიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს