
ავტორი
Front News საქართველო
"ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ბორდის წევრმა მარიამ გრიგოლიშვილმა რუსთავში, სადაც ახალგაზრდული ორგანიზაციის რიგით მეშვიდე კონფერენცია იმართება, განაცხადა, რომ უკვე დაწყებულია მუშაობა იმ გამოწვევებზე, რომლებიც სხვა რეგიონებში ახალგაზრდების მიერ დასახელდა.
"ახალგაზრდების ხმა და მათი განსხვავებული მოსაზრებების ურთიერთმიმოცვლა გახლავთ საფუძველი ქვეყნის დემოკრატიული და პროგრესული განვითარებისთვის, შესაბამისად, განსაკუთრებულად სასიხარულოა, რომ დღეს ჩვენ აქ ვხედავთ უამრავ ახალგაზრდას, რომლებიც არიან დაინტერესებულები, რომ გაგვიზიარონ სხვადასხვა მოსაზრებები, ასევე, გარკვეული გამოწვევები, რომლებიც მათ რეგიონში აქვთ. შესაბამისად, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს დღევანდელი შეხვედრაც. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ უკვე დაწყებულია მუშაობა იმ გამოწვევებზე, რომლებიც სხვა რეგიონებში დასახელდა ახალგაზრდების მიერ“- განაცხადა მარიამ გრიგოლიშვილმა.
თაგები:
მარიამ გრიგოლიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს