მარიამ ჯიშკარიანი – არავის შეუძლია შეზღუდოს მიხეილ სააკაშვილის სასამართლოზე დასწრების უფლება, მათ შორის არც ექიმს


ავტორი
Front News საქართველო
არავის შეუძლია შეზღუდოს მიხეილ სააკაშვილის სასამართლოზე დასწრების უფლება, მათ შორის არც ექიმს, – ამის შესახებ ცენტრ “ემპათიას” ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა გორის სამხედრო ჰოსპიტალთან მიხეილ სააკაშვილის სასამართლოზე დასწრების საკითხის კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, ეს საკითხი მედიკოსების კომპეტენციაში არ შედის.
“ცენტრი “ემპათია” უკვე დიდი ხანია, ჩართულია სამედიცინო ექსპერტიზაში, მიმდინარეობს ექსპერტიზა, გაცემულია უკვე ორი დასკვნა, რაც შეეხება ექსპერტებს, ეს არის მულტიდისციპლინური ჯგუფი. ჩვენ სასამართლოში წაყვანა-არ წაყვანის საკითხს არ ვწყვეტთ.
ეს არის ადამინაის უფლება, სასამართლო პროცესში მიიღოს მონაწილეობა, თუ მას აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი, არავის აქვს უფლება შეზღუდოს მისი უფლება, მათ შორის არც ექიმს” , – განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა.
მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 29 ნოემბერს გაიმართება. ჯერჯერობით უცნობია, მიეცემა თუ არა ექსპრეზიდენტს სასამართლოს წინაშე წარსდგომის შესაძლებლობა.


ხატია დეკანოიძე – მიხეილ სააკაშვილთან შესვლის შესაძლებლობა არ ეძლევა არავის, მათ შორის არც ოჯახის წევრებს

მარიამ ჯიშკარიანი – მიხეილ სააკაშვილს უნდა ჰქონდეს უფლება მოიძიოს ალტერნატიული სამკურნალო შესაძლებლობები, რომ აღიდგინოს ჯანმრთელობა

მარიამ ჯიშკარიანი – მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ორი დასკვნა უნდა მომზადდეს