
ავტორი
Front News საქართველო
არის მძიმე დიაგნოზები, რომლებიც არის გათავისუფლების საფუძველი, – ამის შესახებ ცენტრ “ემპათიას“ ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ცენტრმა ექსპერტიზამ ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სამედიცინო დასკვნაზე მუშაობა დაასრულა.
“დამთავრდა ჩვენი მხრიდან დასკვნაზე მუშაობა, ახლა ითარგმნება და გადაეცემა ჩვენს უცხოელ ექსპერტებს. მათი მოსაზრებები ჩვენთვის ცნობილია და ინტეგრირებულია დასკვნაში, არანაირი განსხვავებული აზრი ექსპერტთა კოლეგიაში არ წარმოქმნილა.
ამ ბევრი დიაგნოზიდან არის დიაგნოზები, რომლებიც არის ძალიან მძიმე და არის გათავისუფლების საფუძველი. ჩვენი რეკომენდაციით, საჭიროებს რაც შეიძლება სწრაფად გაყვანას, როგორც დიაგნოსტიკური, ასევე სამკურნალო თვალსაზრისით. არ ჰქონია ეს მდგომარეობა მას ციხეში შესვლამდე, მაშასადამე, რა მოხდა ციხეში, ეს უკვე დასადგენია და როგორც იცით, მიმდინარეობს გამოძიება არასათანადო მოპყრობის მუხლით, მაგრამ სამწუხაროდ არაეფექტურად“, – განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა.
თაგები:
მარიამ ჯიშკარიანი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს