
ავტორი
Front News საქართველო
დაელოდო ადამიანი სარეანიმაციო როდის გახდება და ყველა ორგანო როდის გამოვა მწყობრიდან, ეს არის სადიზმი და ადამიანის წამების განგრძობით რეჟიმში ყურება, – ამის შესახებ ცენტრ “ემპათიას” ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა განაცხადა.
მისი თქმით, “ოცნების” დეპუტატების განცხადებებიდან გამომდინარე, ისინი ან ვერ აცნობიერებენ რა ხდება, ან სიამოვნებთ ადამიანის ტანჯვის ყურება.
“დაელოდო ადამიანი სარეანიმაციო როდის გახდება და ყველა ორგანო როდის გამოვა მწყობრიდან, ეს არის სადიზმი და ადამიანის წამების განგრძობით რეჟიმში ყურება.
შესაძლებელია მივიდეთ პოლიორგანულ უკმარისობამდე. არის მრავალი სისტემის მხრივ დარღვევები. ძირითადი დიაგნოზის დაზუსტება ვერ ხერხდება. შესაბამისად, მკურნალობა მიმდინარეობს, ბრმად და სიმპტომურად. თუ სადისტი არ ხარ, უნდა იღო ყურად რეკომენდაცია და გაუშვა ადამიანი საზღვარგარეთ.
მე რასაც ვისმენ „ოცნების“ დეპუტატების განცხადებებს, ეს არის არაადეკვატური განცხადებები, ან ვერ აღიქვამენ რისკს და საშიშროებას, ან ისინი დეზინფორმირებული არიან, ან გააჩნიათ სადისტური მიდრეკილებები. ადამიანი შეიძლება დაიღუპოს ასეთ მდგომარეობაში და ამის ასე ყურება ეს არის სადიზმი“, – განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს