
ავტორი
Front News საქართველო
შეზღუდვები, რომელიც არის დაწესებული, არაკონსტიტუციურია განსაკუთრებით ადვოკატებისა და ექსპერტიზის ნაწილში – ამის შესახებ ცენტრ “ემპათიას” ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა გორის ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მონახულების საათების შეზღუდვის შესახებ განაცხადა.
მისი თქმით, დღეს გორის სამხედრო ჰოსპიტალში ექსპერტიზის წევრებთან ერთად მესამე პრეზიდენტის მონახულებას გეგმავს, ხოლო თუ არ შეუშვებენ, ფაქტს გაასაჩივრებენ.
“შეზღუდვები რომელიც არის დაწესებული, რა თქმა უნდა, არის არაკონსტიტუციური, განსაკუთრებით ადვოკატების ნაწილში, ასევე, ექსპერტიზის ნაწილში. მე მივწერე გუშინ გორის ჰოსპიტალის მთავარ ექიმს, თუმცა არ გამოგვეპასუხა, რომ ექსპერტიზის შეზღუდვის უფლება არ აქვს, ვინაიდან ამას განსაზღვრავს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა და პატიმარს აქვს უფლება, ჩაიტაროს ალტერნატიული ექსპერტიზა. ასე რომ, დღეს თუ არ შეგვიშვებენ, ან იქნება რაიმე დაბრკოლება, ჩვენ რა თქმა უნდა, ამას გავასაჩივრებთ.
ჯანმრთელობის მდგომარეობა, სავარაუდოდ, არის კიდევ უფრო დამძიმებული და თუ მოგვეცემა დღეს საშუალება შევაფასებთ მის ჯანმრთელობის მდგომარეობას და ასევე იმ ფაქტს, რაც გუშინწინ დაწესებულებაში მოხდა”, – აცხადებს მარიამ ჯიშკარიანი.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილთან მნახველებს მხოლოდ 16:00-დან 18:00 საათამდე შეუშვებენ.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს