
ავტორი
Front News საქართველო
ცენტრ “ემპათიის” ხელმძღვანელის განცხადებით, ძალიან დიდი ალბათობით, მიხეილ სააკაშვილი ინტოქსიკაციის მსხვერპლია.
მარიამ ჯიშკარიანის თქმით, მესამე პრეზიდენტის ორგანიზმში ნამდვილად არის მძიმე მეტალები, რომელიც მაღალი ალბათობით ნეიროინტოქსიკაციის შედეგია.
მისივე თქმით, ამ დასკვნამდე 10 ექსპერტისგან შემდგარი ჯგუფი ხანგრძლივი კონსულტაციების შემდეგ მივიდა.
“თმის ღერში აღმოჩენილია სამი მძიმე მეტალი – ვერცხლისწყალი, ბისმუტი და ბარიუმი. ძალიან დიდი ალბათობით და შემდგომ მტკიცებულებებს კიდევ ველოდებით, მიხეილ სააკაშვილი არის ინტოქსიკაციის მსხვერპლი. იგი დაექვემდებარა წამებას, არაადამიანურ მოპყრობას და შესაძლებელია სიკვდილის მცდელობასაც და მოვუწოდებ სალომე ზურაბიშვილს, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენისთვის მიიღოს ზომა და დღესვე შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი”, – განაცხადა ჯიშკარიანმა.
თაგები:
მარიამ ჯიშკარიანი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს