
ავტორი
Front News საქართველო
კადრები, რომელიც იუსტიციის სამინისტრომ გაასაჯაროა, რა თქმა უნდა, ადასტურებს ფიზიკური ძალის გამოყენებას, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციის „ემპათია“ ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა განაცხადა.
მისი თქმით, ეს იქნება კიდევ ერთი მტკიცებულება, რომელსაც წარუდგენენ სტრასბურგის სასამართლოს.
“ეს კადრები იუსტიციის სამინისტრომ გაასაჯაროა, რატომღაც მას ჰგონია, რომ მისთვის სასარგებლო მტკიცებულებაა, თუმცა ეს მტკიცებულება არის პირიქით. ეს კადრები, რა თქმა უნდა, არასრულყოფილია და ჩვენ ადვოკატების მეშვეობთ გამოვიხმობთ მთლიანად ამ ე.წ. საავადმყოფოს დოკუმენტაციას. ასევე სახელმწიფო ინსპექტორის ხელთ არსებულ დოკუმენტაციას და სასამართლო ექსპერტიზის დასკვნას, რომელიც სახელმწოფო ინსპექტორის ეგიდით იქნა ჩატარებული. ეს რა თქმა უნდა, ჩვენს საქმეში იქნება ერთ-ერთი მტკიცებულება იმისა, რომ მასზე განხორციელდა ძალადობა”, – განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა ტელეკომპანია “მთავარის” ეთერში.
მისივე თქმით, თავისი ხანგრძლიოვი პრაქტიკის განმავლობაში არ ახსენდება, რომ ასე ძალადობრივად ხდებოდეს პატიმრის გადაყვანა და აღნიშნავს, რომ ეს იქნება პრეცედენტული საქმე სტრასბურგისთვისაც.
“ეს წარმოუდგენელი ამბავია, როდესაც ადამიანი, თანაც მოშიმშილე ძალით გადაათრიო საავადმყოფოში და ძალით დაუპირო მას სამედიცინო მანიპულაციების ჩატარება”, – განაცხადა ჯიშკარიანმა.
თაგები:
მიხეილ სააკაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს