
ავტორი
Front News საქართველო
გორის ჰოსპიტალი მინიმუმ ვალდებულია, განცხადება გააკეთოს, თუ როგორ მოხდა პაციენტის გაწერა ისე, რომ პაციენტმა არ იცოდა – ამის შესახებ ცენტრ “ემპათიას” ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა განაცხადა.
მისი განმარტებით, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის კურსი ჯერ დასრულებული არ არის.
“საქართველოს კანონი პაციენტის უფლებების შესახებ მკაცრად ითხოვს, რომ პაციენტი იყოს ინფორმირებული ყველა იმ ღონისძიების შესახებ, რაც ტარდება კლინიკაში მის მიმართ. აქ ჩვენ ვიგებთ, რომ პაციენტი არ იყო ინფორმირებული, რომ ის გაეწერა საავადმყოფოდან. ასე რომ, გორის ჰოსპიტალი მინიმუმ ვალდებულია, განცხადება გააკეთოს, თუ როგორ მოხდა პაციენტის გაწერა ისე, რომ პაციენტმა არ იცოდა და არ იყო ინფორმირებული და კრიტერიუმით მიიღო ეს გადაწყვეტილება, როდესაც სახეზეა ნევროლოგიური სიმპტომატიკა, ასევე არის პრობლემები სხვა მხრივ, რომელსაც ესაჭიროება გამოკვლევები ზუსტი დიაგნოსტირებისთვის და მკურნალობის კურსის შეცვლა”,- განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს