მარიამ ჯიშკარიანი – მიხეილ სააკაშვილი ამ უკიდურეს მდგომარეობამდე იუსტიციის სამინისტრომ და პენიტენციურმა სამსახურმა მიიყვანა


ავტორი
Front News საქართველო
მიხეილ სააკაშვილი ამ უკიდურეს მდგომარეობამდე იუსტიციის სამინისტრომ და პენიტენციურმა სამსახურმა მიიყვანა, – ამის შესახებ ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა განაცხადა.
მისი თქმით, განმეორებითი შიმშილობა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისათვის ძალიან საშიშია და მოუწოდებს მას, არ მიმართოს ამ ზომას.
“ის მივიდა უკიდურეს მდგომარეობამდე, ამ ზომამდე მიიყვანა იუსტიციის სამინისტრომ და პენიტენციურმა სამსახურმა, შესაბამისად გამოაცხადა მან შიმშილობა, ეს ძალიან დიდი რისკის შემცველია და კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ სააკაშვილს, რომ არ მიმართოს ამ უკიდურეს ფორმას. იუსტიციის სამინისტროს მოვუწოდებთ, რომ იყოს შედარებით ადეკვატური და დართოს ნება ექსპერტებს ჩაატარონ ექსპერტიზა, პირად ექიმს შევიდეს მასთან, შესაბამისად, მთელმა სახელმწიფო მანქანამ მიიღოს ადეკვატური ზომები, რათა ადამიანის მიმართ ხორციელდებოდეს მისი ჯანმრთელობის უფლების დაცვა“, – განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა.
მისი თქმით. სასამართლო ვერ აცნობიერებს რას ნიშნავს პატიმრის უფლების დარღვევა.
“დღეს ვუყურე სასამართლოს და მოსამართლეც ვერ აცნობიერებს, რას ნიშნავს პატიმრის უფლებების დარღვევა, ის მხოლოდ სიტყვიერად მოუწოდებს სასჯელაღსრულების სისტემას, რაც არ არის საკმარისი. როდესაც პატიმრის უფლება ირღვევა, ეს არის არასათანადო მოპყრობა, შესაბამისად, პროკურატურამ უნდა დაიწყოს მოკვლევა, ხოლო მოსამართლემ მიიღოს ადეკვატური ზომები“, – განაცხადა ჯიშკარიანმა.


სახალხო დამცველი – იუსტიციის სამინისტრომ/პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის დაცვა სრულფასოვნად უნდა უზრუნველყოს

მიხეილ სააკაშვილი – იმედი აქვს, რომ უკიდურეს ძალადობას მიმართავს, მაინც გაიტანს ამ კანონს და პარალელურად დააჩმორებს ქართულ საზოგადოებას

მიხეილ სააკაშვილი – უკრაინის იუსტიციის სამინისტრომ მოითხოვა ჩემი ექსტრადიციის პროცედურის დაწყება 4 თვის წინ