
ავტორი
Front News საქართველო
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლაში, შესაძლოა, საერთაშორისო ექსპერტებიც ჩაერთონ, – ამის შესახებ ცენტრ “ემპათიას“ ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა განაცხადა.
ის იუსტიციისა და ჯანდაცვის სამინისტროებს მოუწოდებს, ხელი არ შეუშალონ პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტისათვის სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებას.
“რატი ბრეგაძეს, იუსტიციისა და ჯანდაცვის სამინისტროებს მოვუწოდებ, ხელი არ შეუშალონ ექსპერტიზას. ეს იქნება კიდევ ერთხელ კანონის დარღვევა, ემოციები და პოლიტიკურ შეფასებები გვერდზე გადადონ.
ცენტრი “ემპათია“ თავისი შეხედულებებიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე, მოიწვევს ექსპერტთა ჯგუფს, მათ შორის, არ გამოვრიცხავთ საერთაშორისო ექსპერტების მონსაწილეობას, დოკუმენტაცია წარდგენლია იუსტიციის სამინისტროში უკვე დიდი ხანია და რატი ბრეგაძე თავხედურად არ პასუხობს ჩვენს წერილს.
ჩვენ, რა თქმა უნდა, ვეცდებით, რაც შეიძლება სწრაფად ჩატარდეს ექსპერტიზა და სწრაფად დაიდოს შესაბამისი დასკვნა“, – განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა.
თაგები:
მარიამ ჯიშკარიანი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს