
ავტორი
Front News საქართველო
მისასალმებელია, რომ როგორც იქნა მოსამართლემ წაიკითხა კანონი და მიიღო კანონიერი გადაწყვეტილება ექსპერტიზასთან დაკაშირებით, – ამის შესახებ “ემპათიას” ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის თანახმად, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის მონახულების უფლება დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფს მიეცა.
ჯიშკარიანის თქმით, პენიტენციური სამსახურის წერილი პრაქტიკულად პატიმრის უფლებების დარღვევის აღიარებას წარმოადგენდა.
“პირველ რიგში, მისასალმებელია, რომ როგორც იქნა, მოსამართლემ წაიკითხა კანონი და მიიღო კანონიერი გადაწყვეტილება ექსპერტიზასთან დაკაშირებით. ამავე დროს მოვუწოდებ პროკურატურას, რეაგირება მოახდინონ პენიტენციური სამსახურის მხრიდან კანონის დარღვევაზე პატიმრის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით.
დღეს ჩვენ მოვისმინეთ პენიტენციური სამსახურის წერილი, რომელიც იყო ფრიად არაადეკვატური, როგორც მათი დიაგნოსტიკა და მკურნალობა, პრაქტიკულად მათ აღიარეს, რომ არღვევდენ პატიმრის უფლებებს“, – განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს