
ავტორი
Front News საქართველო
ცენტრ “ემპათიას” ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა და “ემპათიას” ექსპერტებმა მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოინახულეს.
ჯიშკარიანის თქმით, მიხეილ სააკაშვილი მკურნალობასა და რეაბილიტაციას კვლავ საჭიროებს.
“სასამართლო პროცესზე წასვლას ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელს არ შეუშლის, ჩვენი მოსაზრებით. პაციენტი, რა თქმა უნდა, საჭიროებს მკურნალობას და რეაბილიტაციას, ჩვენ მკურნალობის თაობაზე კიდევ შევჯერდებით, ჩვენი რეკომენდაციები გვაქვს გამოკვლევასთან და მკურნალობასთან დაკავშირებით, თუმცა ეს მდგომარეობა მას ხელს არ შეუშლის სასამართლო პროცესზე წასვლაში”, – განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი მკურნალობასა და რეაბილიტაციას კვლავ საჭიროებს.
მარიამ ჯიშკარიანის თქმით, ექსპერტები მიხეილ სააკაშვილს ხვალაც მოინახულებენ.
მესამე პრეზიდენტის საქმეზე სასამართლო სხდომა 29 ნოემბერს არის ჩანიშნული. ადვოკატების ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს სასამართლო სხდომაზე დასწრება სურს, თუმცა უცნობია მისცემს თუ არა პენიტენციური დაწესებულება მას ამის შესაძლებლობას.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს