
ავტორი
Front News საქართველო
“თბილისი პრაიდი” 8 ივლისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ სამართლებრივ დავას აპირებს.
ფესტივალის ორგანიზატორები მიიჩნევენ, რომ დარბევა ძალადობრივ ჯგუფებსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის შეთანხმებული იყო.
“თბილისი პრაიდი” და ის ადამიანები, ვინც “პრაიდის ფესტივალზე” დავზარალდით, ვაპირებთ ვუჩივლოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, რადგან ჩვენი ღრმა რწმენით, ადგილი ჰქონდა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და “ალტ-ინფოს” შორის წინასწარ დაგეგმილ, კოორდინირებულ ოპერაციას. ეს ყველაფერი, ის, რომ ჩვენ გაგვწირავდნენ, ჩვენ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას შეუქმნიდნენ საფრთხეს, ეს იყო წინასწარ მოფიქრებული.
წავალთ სასამართლოში და ამოვწურავთ ყველა ინსტანციას, იმისთვის, რომ ვიპოვოთ სამართალი და თუ სამწუხაროდ, სამართალს ჩვენ ქვეყანაში ვერ ვიპოვით, აუცილებლად გავაგრძელებთ სტრასბურგის სასამართლოში, რომელიც დარწმუნებული ვარ ობიექტურად შეხედავს იმ რეალობას, რაც 8 ივლისს გვქონდა სახეზე”, – აცხადებს “თბილისი პრაიდის” ხელმძღვანელი მარიამ კვარაცხელია.
თაგები:
მარიამ კვარაცხელია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს