
ავტორი
Front News საქართველო
ერთი მხრივ, ბლინკენი გამოდის ბრიფინგზე, რომელზეც გაკრიტიკებს და მეორე მხრივ წარმოადგენს უსაფრთხოების და კრიმინალთან ბრძოლის ანგარიშს, რომელიც სრულიად საწინააღმდეგოა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მარიამ ლაშხმა განაცხადა.
“ერთ მხარეს დგას გარკვეული ჯგუფი [ევროკავშირის] დეპუტატების, ინტერესების გამტარებლების თუ დამკვეთების და მათ ერთგვარი ყალბი რეალობა აქვთ, მეორე მხარეს დგას თუნდაც ევროკავშირის ის სამართლებრივი პროცედურები, რაც არის ქვეყნის შეფასებები, ის ანგარიშები, რომლითაც რეალურად ფასდება საქართველოს ევროკავშირთან დაკავშირების ნაბიჯები. თუნდაც აშშ-დან, ერთი მხრივ, ბლინკენი გამოდის ბრიფინგზე, რომელზეც გაკრიტიკებს და მეორე ბრიფინგზე წარმოგიდგენს უსაფრთხოების და კრიმინალთან ბრძოლის ანგარიშს, რომელიც სრულიად საწინააღმდეგოა. ეს ანგარიში რეალურ საფუძვლებზე და ნაბიჯებზეა დამოკიდებული და არა რომელიმე პოლიტიკოსის განცხადებებზე. საბედნიეროდ, ევროკავშირში ინტეგრაციაც არ არის რომელიმე პოლიტიკოსისა თუ ბიუროკრატის პოლიტიკურ განცხადებებზე დაფუძნებული. ეს არის რეფორმების, კანონმდებლობის და სხვა ნაბიჯების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება”, – განაცხადა მარიამ ლაშხმა გადაცემაში “პოსტ ანალიტიკა”.
თაგები:
მარიამ ლაშხი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს