Logo

მარიამ ლაშხი – “დიფ სთეითის” ქსელები საქართველოში აგრძელებს იმავე საქმიანობას, რაც აშშ-ის წინა ადმინისტრაციის დროს დაიწყო

პოლიტიკა
1403
Frontnews image description

“დიფ სთეითის” ქსელები საქართველოში კვლავ აგრძელებს იმავე საქმიანობას, რაც აშშ-ის წინა ადმინისტრაციის დროს დაიწყო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მარიამ ლაშხი X-ზე წერს.

მისი განცხადებით, საქართველოში ამერიკის საელჩოს განმარტების მიუხედავად, ფაქტები სწორედ იმაზე მეტყველებს, რომ “დიფ სთეითი” კვლავ აგრძელებს საქმიანობას.

ლაშხის თქმით, საქართველოს სუვერენიტეტს პატივი უნდა სცენ.

“მიუხედავად აშშ-ის საელჩოს განმარტებებისა, ფაქტები თავისთავად მეტყველებს: “დიფ სთეითის” ქსელები საქართველოში კვლავ აგრძელებს იმავე საქმიანობას, რაც აშშ-ის წინა ადმინისტრაციის დროს დაიწყო. პატივი უნდა სცენ საქართველოს სუვერენიტეტს, დაფინანსება უნდა იყოს გამჭვირვალე”, – წერს მარიამ ლაშხი.

Advertisement