
ავტორი
Front News საქართველო
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სცენის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაზე "გახარია საქართველოსთვის“ წევრ ტატა ხვედელიანს უპასუხა.
"ტატა შეგახსენებთ, თეატრალური უნივერსიტეტის რექტორის გამოსვლისას თქვენ გქონდათ შესაძლებლობა, თუ რაიმე პოლიტიკური კომენტარი გინდოდათ ამ თემასთან დაკავშირებით, შეგეძლოთ და გამიკვირდა კიდევაც რომ არ დასვით და არ დაიცავით იმ ხალხის ინტერესი, რომელთაც, ალბათ, ახლა მესიჯი მოგწერეს, ჩუმად ზიხარო.
რაც შეეხება იმას, რომ ეს არის მანიპულაცია - არავის გამოუყენებია ინდულგენციად და დღესაც რომ შეხედოთ, ქართული თეატრი და ზოგადად, სახელოვნებო მიმართულება სრულიად დაცლილია რაიმე ტიპის ცენზურისგან.
როდესაც ადამიანი სამართლებრივ ნორმას სცდება, ის არის ოსკარის ლაურეატი თუ თუნდაც, საფრანგეთის კულტურის სახე, მან სამართლებრივად პასუხი უნდა აგოს. ამიტომ, ვფიქრობ, რომ აქ, მსგავსი ტიპის განცხადებების ადგილი არ არის - პირიქით, თუ რაიმე მიღწევა გვაქვს, ზუსტად ის არის, რომ დღეს ნებისმიერი ინსტიტუცია დაცლილია მანიპულაციებისგან“, - მიმართა მარიამ ლაშხმა ხვედელიანს.
თაგები:
მარიამ ლაშხი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს