Logo

მარიამ ლაშხი - პეტერ ფიშერი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევით და მოძალადეთა მხარდაჭერით ევროპის ღირებულებებს არღვევს

პოლიტიკა
292
Frontnews image description

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის მარიამ ლაშხის განცხადებით, გერმანიის ელჩის მხრიდან ბოლოდროინდელი ქცევა არა მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევა, არამედ ვენის კონვენციის იმ ძირითადი პრინციპების დარღვევაცაა, რის გამოც ქვეყანაში დიპლომატები ინიშნებიან.

ლაშხის თქმით, „გარდა იმისა, რომ პეტერ ფიშერმა გადათელა ყველა ეთიკის ნორმა, ის ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევით და მოძალადეთა უხეში მხარდაჭერით ევროპის ღირებულებებს არღვევს“.

„ვხედავთ, რომ ამის შეფასება თვით ევროპარლამენტარების მხრიდანაც ხდება, ეს ძალიან სწორი მიმართულებაა. დიპლომატი როცა ასეთ ქმედებებშია ჩართული, ამით დიპლომატიურ საქმიანობას თავიდანვე სცილდება. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანამ უპასუხოს, რათა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა და ევროკავშირის მიმართ დამოკიდებულება მეტად არ გააფუჭოს. მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანამ უპასუხოს, რათა არ მოხდეს ევროკავშირის მიმართ ფასეულობისა და ღირებულებების უგულებელყოფა, რასაც თავად დიპლომატი ახორციელებს“, – განაცხადა ლაშხმა.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი კონსულტაციებისთვის გაიწვია.

Advertisement