
ავტორი
Front News საქართველო
სასკოლო კვება არის საყოველთაო საგანმანათლებლო ინსტრუმენტი და არა საქველმოქმედო პროგრამა. შვედეთი, ფინეთი და სხვა ქვეყნები სასკოლო კვებას განათლების სისტემის ნაწილად განიხილავენ და არა „მშიერი ბავშვების დაპურებად“, როგორც ამას ოპოზიციონერი დეპუტატი აცხადებს, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მარიამ ლაშხი ფრაქცია „საქართველოსთვის“ წევრის თამარ ხვედელიანის პლენარულ სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ტერმინები „მშიერი ბავშვების დაპურება“ და „ღარიბების კალათა“ სოციალური სტიგმის შემცველია და მსგავსი შეფასებები პოლიტიკოსების მხრიდან არამართებულია.
მისივე თქმით, დღეს სიღარიბის მაჩვენებელი ქვეყანაში ისტორიულ მინიმუმამდეა შემცირებული და 7.1%-ს შეადგენს, მაშინ როდესაც წარსულში აღნიშნულ ჯგუფში 1 მილიონ 120 ათასამდე ადამიანი შედიოდა, ამჟამად კი ეს რიცხვი 280 ათასამდეა შემცირებული. როგორც მარიამ ლაშხმა აღნიშნა, ეს შედეგი სახელმწიფოს სწორი სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია და არა პოპულისტური განცხადებების.
"მოვუწოდებ ოპოზიციის წარმომადგენლებს, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტში გაქვთ შესაძლებლობა, კვლევაზე დაფუძნებული არგუმენტები წარმოგვიდგინოთ და არა პოლიტიკური, მანიპულაციური ტერმინები, რომელიც პირველ რიგში სოციალურ სტიგმას ნერგავს საზოგადოებაში“, - განაცხადა მარიამ ლაშხმა.
თაგები:
მარიამ ლაშხი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს