Logo

მარიამ ლაშხი - თუ ეს გეგმა ერთობლივი არ არის, მაშინ არ გეცოდინება, რა გადაწყვეტილებას მიიღებს "ბიბისი" 

პოლიტიკა
32
Frontnews image description

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა "კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრის თეიმურაზ პაპასკირის განცხადება შეაფასა, რომლის თქმითაც, "ბიბისი" არ აპირებს "ქართული ოცნების" საჩივრის დაკმაყოფილებას არ აპირებს და ახალი მტკიცებულებების წარდგენას გეგმავს.

ლაშხის თქმით, პაპასკირის განცხადებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ეს არის ერთი ძალის მიერ მართული პროცესი, რომელიც სახელმწიფოს ინტერესებს ეწინააღმდეგება.

"ოპოზიციის მხრიდან ეს განცხადება კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ეს არის ერთი ძალის მიერ მართული პროცესი. თუ ეს გეგმა ერთობლივი არ არის, მაშინ არ გეცოდინება, თუ რას აპირებს და რა გადაწყვეტილებას მიიღებს "ბიბისი". ეს გეგმა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ეს იყო მართული პროცესი ოპოზიციის ჩართულობით, რომელიც, პირველ რიგში, ეწინააღმდეგებოდა სახელმწიფოს ინტერესებს", - განაცხადა მარიამ ლაშხმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები