
ავტორი
Front News საქართველო
იმისათვის, რომ ნდობა გაძლიერდეს საჭიროა პროაქტიული ჩართულობა, რასაც მანდატის მიღების შემთხვევაში ვაპირებ, – ამის შესახებ მარიკა არევაძემ საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა.
“სახალხო დამცველის აპარატი არ დაელოდება მოქალაქის განცხადებას და კანონის ფარგლებში მინიჭებული უფლებამოსილებით უფრო აქტიურად, თავადვე მოახდენს დარღვეულ უფლებაზე რეაგირებას. ბუნებრივია, მხედველობაში მაქვს შემთხვევები, რომელიც სახალხო დამცველისთვის გახდება ცნობილი.
აქვე მინდა ხაზი გავუსვა, უშუალოდ უფლებების პრიორიტეტულობას. ჩემი სახალხო დამცველად არჩევის შემთხვევაში ყველა უფლებას ექნება თანაბარი პრიორიტეტი, ყველა უფლებას დაეთმობა თანაბარი ყურადღება. რა თქმა უნდა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საკითხის სიმწვავიდან გამომდინარე კონკრეტული უფლება მოითხოვს დროის კონკრეტულ მონაკვეთში მეტ ყურადღებას და მუშაობას“, – განაცხადა მარიკა არევაძე.
თაგები:
სახალხო დამცველი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს