Logo

მარინა კოტრიკაძე - სამართლიანი გადაწყვეტილების იმედი არ მაქვს

Frontnews image description

მე სამართლიანი გადაწყვეტილების იმედი არ მაქვს და თუ ლევანს პატიმრობას მიუსჯიან, დარწმუნებული ვარ, ბევრს შეეშინდება პოლიტიკური განცხადებების გაკეთება, იმიტომ, რომ ლევანი ისჯება მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური განცხადებების გამო, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის დედამ მარინა კოტრიკაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ლევან ხაბეიშვილი არის პოლიტიკური ტყვე.

“ლევანის მიმართ პირადი შურისძიება და პირადი ზიზღი ჰქონდათ ამ მაღალჩინოსნებს იმიტომ, რომ ლევანი მათ ამხელდა კორუფციაში. რასაც ლევანი ამბობდა, რომელი არ გამართლდა? ლევანის გაშიფრული კორუფციული სქემა, რომელი არ გამოაშკარავდა? ვფიქრობ, რომ ამით სჯიან და ფიქრობენ, რომ ლევან ხაბეიშვილი გატყდება, ლევან ხაბეიშვილი არ გატყდება, არასდროს არ აღიარებს იმას, რაც არ ჩაუდენია.

მე სამართლიანი გადაწყვეტილების იმედი არ მაქვს და თუ ლევანს პატიმრობას მიუსჯიან, დარწმუნებული ვარ, ბევრს შეეშინდება პოლიტიკური განცხადებების გაკეთება, იმიტომ, რომ ლევანი ისჯება მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური განცხადებების გამო, ისჯება თავისი ხალხის სიყვარულის გამო, იმიტომ, რომ ის გდდ-ის თანამშრომლებს მოუწოდებდა, რომ სისხლი არ დაეღვარათ და არ დაესისხლიანებინათ ახალგაზრდები და ჰპირდებოდა ჯილდოს.

ყველა 4 ოქტომბერს ითხოვდა სამართლიან არჩევნებს, არცერთს არ უნდოდა ქვეყნისთვის ზიანის მიყენება“, - განაცხადა მარინა კოტრიკაძემ.

ლევან ხაბეიშვილი 2025 წლის 11 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისთვის ქრთამის, ფულის გადაცემის დაპირებას გულისხმობს. მის საქმეზე განაჩენი ხვალ, 14:00 საათზე გამოცხადდება.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები