Logo

მარინა კოტრიკაძე - სასამართლო პროცესების დროის გაწელვა, ალბათ, ლევანზე ფსიქოლოგიური ზემოქმედებაა

პოლიტიკა
157
Frontnews image description

ვფიქრობ, რომ იმ გდდ-ის თანამშრომლებსაც მოწმედ მოსვლა უჭირთ, იმიტომ, რომ ადამიანს, რომელსაც ღირსება არ აქვს, იმას ღირსება ვერ შეელახება, - ამის შესახებ ლევან ხაბეიშვილის დედამ მარინა კოტრიკაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პროცესების გადადება ლევან ხაბეიშვილისთვის ფსიქოლოგიური ზეწოლაა.

"სასამართლო პროცესების დროის გაწელვა, ალბათ, ლევანზე ფსიქოლოგიური ზემოქმედებაა, ახლა თქვენც უყურებდით, როგორ განერვიულდა პროცესის გადადებით. ახლა ვფიქრობ, რომ იმ გდდ-ის თანამშრომლებსაც მოწმედ მოსვლა უჭირთ, იმიტომ, რომ ადამიანს, რომელსაც ღირსება არ აქვს, იმას ღირსება ვერ შეელახება.

მეც ვიყავი იმისთვის მზად, რომ მომესმინა იმათი ჩვენებები და ძალიან მაინტერესებს, ადამიანს, რომელსაც ღირსება მართლა არ გააჩნია, ჩვენებას აძლევს მართალი ადამიანის წინააღმდეგ და უშვებს ციხეში. ასეთ ადამიანს ღირსება როგორ უნდა შეელახოს?", - განაცხადა მარინა კოტრიკაძემ.

"ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის მომდევნო სასამართლო პროცესი 22 იანვარს ჩაინიშნა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები