Logo

მარინა ტერიშვილი - ასეთი რა დააშავეს? ქვეყნის სიყვარულისთვის დასაჯეს, ეს გადაწყვეტილება არის უკანონო

საზოგადოება
295
Frontnews image description

ამის შემდეგ ეს არის მთავრობა? ეს არის ხალხი? ეს გადაწყვეტილება არის უკანონო, - ამის შესახებ საპროტესტო აქციების დროს დაკავებული გიორგი ტერიშვილის დედამ მარინა ტერიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მისი შვილი სამშობლოს სიყვარულის გამო ისჯება.

"9 თვე ისხდნენ ციხეში და ახლა კიდევ, 2-წლიანი პატიმრობა მისცეს. ასეთი რა დააშავეს? ქვეყნის სიყვარულისთვის დასაჯეს. ღმერთს ვთხოვ, როგორი გამწარებული დღეს მე ვარ, ისე გამწარდეს ყველა.

1992 წელს შვილი მომიკლეს მიტინგზე. მას ქართული დროშა ეჭირა და მომიტინგეების წინ მიდიოდა, ჩემი შვილის სისხლის, სიკვდილის ფასად მოპოვებულ სიმართლესა და თავისუფლებაში გაიზარდნენ ამათი შვილები.

არ გაიხაროს ამ უსამართლო სასამართლომ, ესენი არიან სამშობლოს გამყიდველები. ერთი ადამიანის ზიზღის გამო გამოდიან და ამბობენ, რომ საქართველომ დაიწყო ომი. ამის შემდეგ ეს არის მთავრობა? ეს არის ხალხი?
ეს გადაწყვეტილება არის უკანონო", - განაცხადა მარინა ტერიშვილმა.

საპროტესტო აქციების დროს დაკავებულ ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კიკნაძეს და სერგეი კუხარჩუკს 2-2 წლით პატიმრობა მიესაჯათ.

 

Advertisement